ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა – გამოცხადებულია განგაშის ყველაზე მაღალი დონე
ინდონეზიაში, აღმოსავლეთ კუნძულ ჰალმაჰერას ვულკანი “იბუ” ამოიფრქვა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 3000 მაცხოვრებლის ევაკუაცია დაიწყო,- ინფორმაციას Reuters-ი ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ცაში 4 კილომეტრის სიმაღლის სქელი ფერფლის ღრუბელი წარმოიშვა. სტიქიის გამო, რეგიონში განგაშის ყველაზე მაღალი დონეა გამოცხადებული.
კატასტროფების მართვის სააგენტოს სპიკერმა აბდულ მუხარიმ აღნიშნა, რომ ვულკანის მახლობლად 13 000 ადამიანი ცხოვრობს, ევაკუაცია კი, დაახლოებით, 3000 მაცხოვრებელს შეეხო, რომლებსაც ვულკანთან სიახლოვის გამო პრიორიტეტი მიენიჭათ.