ევროპარლამენტარები ილონ მასკს პლენარულ სხდომაზე ეპატიჟებიან და სიტყვით გამოსვლას სთავაზობენ
ევროპარლამენტარები ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალ თანახელმძღვანელს, ილონ მასკს პლენარულ სხდომაზე ეპატიჟებიან და სიტყვით გამოსვლას სთავაზობენ.
ინფორმაცია კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა X-ზე თავად გააზიარა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ევროპარლამენტის ორმოცმა დეპუტატმა ხელი მოაწერა წერილს, რომელიც მასკის მიწვევას და მასთან სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, კონსერვატიულ ღირებულებებსა და ტექნოლოგიურ წინსვლაზე საუბარს ითვალისწინებს.