ზურაბ პატარაძე: აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა; მნიშვნელოვანია, რომ წლის დასაწყისშივე იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქალაქ ბაქოში

“მნიშვნელოვანია, რომ წლის დასაწყისშივე იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქალაქ ბაქოში. დაგეგმილია მთელი რიგი შეხვედრები”, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

როგორც ელჩმა განმარტა, აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებასა და გაძლიერებას.

„აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ წლის დასაწყისშივე იმართება პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის ქალაქ ბაქოში. დაგეგმილია მთელი რიგი შეხვედრები. მათ შორის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი – საკითხები როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით. კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხები.

ვფიქრობ, აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებას, გაძლიერებასა და რა თქმა უნდა, ახალ ეტაპზე გადაყვანას“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები