დავით მათიკაშვილი: კომისიის მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში
,,კომისიის მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე “ქრონიკას” განუცხადა.
მისივე თქმით, კომისია ხალხისთვის საინტერესო საკითხებს გამოიძიებს.
„ეს კომისია იქნება ის ფორმატი, ხალხის დაკვეთით და ხალხის სურვილით შექმნილი საგამოძიებო, საპარლამენტო ფორმატი, რომელიც სწორედ იმ საკითხებს გამოიძიებს, რაც ესოდენ აინტერესებს და აწუხებს ჩვენ საზოგადოებას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.