გია აბაშიძე: ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დროებით დასჯას, თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში არა

„ორმაგი სტანდარტებით მოქმედება არასდროს არ წაადგება მის დამწესებელ სუბიექტს, ისტორიაში არაერთხელ გამოჩნდა ეს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძის შეფასებით, თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, საქართველოს შემთხვევაში არა.

„ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დროებით დასჯას, თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში არა. ორმაგი სტანდარტებით მოქმედება არასდროს არ წაადგება მის დამწესებელ სუბიექტს, ისტორიაში არაერთხელ გამოჩნდა ეს.

თბილისი დაელოდება აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის პუნქტების შესრულებას, მაგრამ არანაირი შანტაჟის, მუქარებისა და დირექტივების სანაცვლოდ.

22.05.24. ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის გასვენებაში ირანში ჩავიდა.

30.07.24.ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

09.01.25. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და ირანს აკავშირებთ ბუნებრივი ინტერესები.

14.01.25. სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობას გააფორმებენ”, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები