ფიცო: ზელენსკის შანტაჟი და მათხოვრობა უნდა შეწყდეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას „ემათხოვრება“. ამის შესახებ მან პარასკევს პარლამენტის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის ვიდეოჩანაწერი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ის დადის ევროპაში, უბრალოდ ევედრება და აშანტაჟებს სხვებს, ითხოვს ფულს. ეს უბრალოდ უნდა შეწყდეს”, – თქვა ფიცომ.

მან უკრაინის პრეზიდენტს არასანდო უწოდა და თქვა, რომ ხანდახან „ძალიან აბეზრებს თავს“.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის სანდო პარტნიორი იყო ენერგომომარაგების საკითხში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები