დავით დოიაშვილი: მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გამოშვებას, არაუგვიანეს 20 იანვრისა

,,მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გამოშვებას, არაუგვიანეს 20 იანვრისა”, – ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ისინი პასიური პროტესტიდან მოქმედებაზე გადავლენ.

„მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მათ გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრისა – ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ რეალურად თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას“, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები