ვატო შაქარიშვილი კომისიაზე: სამწუხაროდ, ეს ვერ გააცოცხლებს ადამიანებს, რომლებიც რეჟიმმა იმსხვერპლა, მაგრამ ეს არის ის აუცილებელი აქტი, რომ გვიან, მაგრამ სამართლიანობა აღდგეს

„სამწუხაროდ, ეს ვერ გააცოცხლებს იმ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმმა იმსხვერპლა, ვერ დაუბრუნებს დედებს მოკლულ-ნაწამებ შვილებს, მაგრამ ეს არის ის აუცილებელი აქტი, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გვიან, მაგრამ სამართლიანობა აღდგეს ჩვენ ქვეყანაში“, -ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი.

„პირველ რიგში ვიტყვით იმას, რატომ მიგვაჩნია, რომ კომისიის შექმნა არ არის საკმარისი ქმედება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დღეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე და იმისათვის, რომ მოხდეს ამ გამოწვევების გადაჭრა და საფრთხეების ბოლომდე განეიტრალება, ამისთვის აუცილებელია კომპლექსური მიდგომები და ღონისძიებების ჩატარება.

ცხადია, ცალსახად მისასალმებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის, ანუ, 2003-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და არა როგორც ცალკე აღებული საქმეები, არამედ რეჟიმი უნდა შეფასდეს. ამაზე უნდა წარიმართოს ძალიან მასშტაბური პროცესი. ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, რომ ეს იყო რეჟიმი და ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამ რეჟიმს წარმოადგენდნენ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა განიდევნონ,, პირდაპირ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენოთ, ქართული საზოგადოებრივი-პოლიტიკური ცხოვრებიდან.

სამწუხაროდ, ეს ვერ გააცოცხლებს იმ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმმა იმსხვერპლა. ვერ დაუბრუნებს დედებს მოკლულ-ნაწამებ შვილებს, მაგრამ ეს არის ის აუცილებელი აქტი, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გვიან, მაგრამ სამართლიანობა აღდგეს ჩვენ ქვეყანაში“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მმართველი გუნდის ინიციატივას იწონებენ, თუმცა ამბობენ რომ ეს საკმარისი არ არის. საზოგადოებრივი მოძრაობა საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ამზადებს, რომელსაც პროკურატურაში შეიტანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები