ზურაბ ქადაგიძე პოლიციელების ბულინგზე: რადიკალები აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, „მოლოტოვის კოქტეილებს” ესვრიან, პიროტექნიკით მიზანმიმართულად წვავენ და ახლა, რატომ იღიმისო?!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პოლიციელების მიმართ ბულინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რა ჯიშის ხალხი არიან ეს რადიკალები?! აგინებენ, აბულინგებენ, წყევლიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ხელს ურტყამენ, “მოლოტოვის კოქტეილებს” ესვრიან, პირო-ტექნიკით მიზანმიმართულად წვავენ და ახლა, რატომ იღიმისო?! ისე, როგორი პარადოქსია – მოძალადეების უსაფრთხოებას იცავს, პოტენციური მსხვერპლი და ღიმილის გამო, აქეთ ამუნათებენ… უსამშობლოები ხარო ეტყვი და სწყინთ…“-წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.