დავით ჩიხელიძე: შეეშვით პოლიციელების ბულინგს, ღმერთმა არ ქნას და რამე რომ მოხდეს, ისევ ამ ბიჭების დასაცავები იქნებით
“შეეშვით პოლიციელების ბულინგს, ღმერთმა არ ქნას და რამე რომ მოხდეს, ისევ ამ ბიჭების დასაცავები იქნებით”,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ოპოზიცია ფსკერზეა.
„ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები დიდი ხანია ფსკერზე არიან, ადამიანს მონას მხოლოდ იმიტომ უწოდებენ, რომ ის სახელმწიფოს ემსახურება! პოლიციელიც ადამიანია, რომელსაც თქვენ წარმოიდგინეთ ღიმილის უფლებაც კი აქვს! შეეშვით პოლიციელების ბულინგს, ღმერთმა არ ქნას და რამე რომ მოხდეს, ისევ ამ ბიჭების დასაცავები იქნებით !“, – წერს ჩიხელიძე.