ლევან ნიკოლეიშვილი: ზელენსკის ნებისმიერი განცხადება სერიოზულობას არ წარმოადგენს

“ზელენსკის ნებისმიერი განცხადება სერიოზულობას არ წარმოადგენს. ზელენსკი ცდილობს, რომ გარკვეული პოლიტიკური თავშესაფარი იპოვოს, რამენაირად თავი გადაირჩინოს”,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ზელენსკი არ ერიდება არც ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკას, ასევე კრიტიკულია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის უფრო მეტს მოელოდა, მაგრამ ნაკლები მიიღო როგორც ფინანსურად, ასევე შეიარაღების კუთხით. ყველას ახსოვს, რომ თვითონ ზელენსკი იყო ერთ-ერთი ჩამშლელი სამშვიდობო პროცესების მას მერე, რაც კი ომი მიმდინარეობს.

თუმცა, ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია და მისი რაღაც სიტყვების გათვალისწინება მოხდება, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ზელენსკი ამ შემთხვევაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით არ არის გადამწყვეტი ფიგურა“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები