ზურაბ ქადაგიძე: „ოცნების“ მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება – მილიონობით მოქალაქე ელოდება, ქართულ „ნიურნბერგის“ პროცესს

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან და დამსახურებული ადგილი მიეჩინოს, ისტორიულ სანაგვეზე!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ექსპერტი ეხმიანება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეიქმნას 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია და იმ ბრალდებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც „ნაცმოძრაობას“, როგორც რეჟიმს უნდა წარედგინოს.

„ენჯეოკრატია“, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების სახელით გადააგვარა სამოქალაქო საზოგადოება;

ფსევდო-სუვერენიტეტი, როდესაც საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა უცხო ქვეყნის ელჩებითა და საერთაშორისო აქტორებით ხორციელდებოდა;

მედია-პლურალიზმის სახელით დამკვიდრებული – ლიბერალური ცენზურა;

პატრიოტიზმით შეფუთული, ოკუპაციის ხელშეწყობა, საკუთარ ჯარისკაცებზე ომის დანაშაულების დაბრალება;

ეკონომიკის სტიმულირებით შელამაზებული, სტრატეგიული ობიექტებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემა ოკუპანტ ქვეყანაზე;

მონოპოლიზებული ბიზნესები და რეგულაციების გაუქმება;

ჰუმანიზმის სახელით დამკვიდრებული ლიბერალური ფაშიზმი;

ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბოროტი მემკვიდრეობისა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს დატოვა.

ოცნების მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება და მილიონობით მოქალაქე ელოდება ქართულ „ნიურნბერგის“ პროცესს, რომელსაც სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვება.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან და დამსახურებული ადგილი მიეჩინოს ისტორიულ სანაგვეზე!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები