მამუკა მდინარაძე: საქართველოს მიმართ არის მთავარი ინტერესი, რომ აქ იყოს მეორე ფრონტი

ხომ არ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რას ვამბობდით ადრე, რითაც შევქმენით გადაჭარბებული მოლოდინი, რასაც არ ვამბობთ დღეს?! მივუთითებდით საამ საკითხზე, ეს არის ომის დასრულება, ეს არის ოჯახური ღირებულებების აღიარება და ეს არის გამჭვირვალობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა როგორ შეაფასებდა ის ოპონენტების განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას“ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები აქვს.

მისი თქმით, ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და ტრამპის ადმინისტრაციის მესიჯბოქსებიც, დამოკიდებულება ემთხვევა ერთმანეთს, რაც იმედისმომცემია.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტრამპის გაცხადებული მიზანია, რომ დაასრულოს ომი და ამ შემთხვევაში საქართველოს მიმართაც შეწყდება ზეწოლა, რომელიც აქამდე იყო გარე ძალების მხრიდან.

„ომი ეს არის მთავარი, ხშირად გვავიწყდება ხოლმე, რომ საქართველოს მიმართ არის მთავარი ინტერესი, რომ აქ იყოს მეორე ფრონტი. შეიძლება ეს იყოს თანამედროვე ცივილური სამყაროსთვის, ოკუპანტი რუსეთის მიმართ ძალიან კარგი მიზანი, მაგრამ საქართველოს მიმართ არის ის, რაც საქართველოს გაანადგურებს და შეიძლება ოდნავ შეასუსტოს რუსეთი. ჩვენ ვეუბნებით, რომ იმ ომში, კი, შეიძლება საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა დასუსტდეს მაგრამ საქართველო განადგურდება, ამ ომში ნუ შეგვიყვანთ. მოგყვებით პოლიტიკურ ომში ბოლომდე. ჰააგაში გავხდით თანაინიციატორები რუსეთის გასამართლების, ვეხმარებით უკრაინელებს, რაც შეგვიძლია მაგრამ ომში, სადაც მე უნდა მოვკვდე და სხვა უნდა დაზიანდეს რაღაც ხარისხით, ნუ შეგყავარ. ჩვენ ჩვენი ქვეყნის განადგურებას სხვების სასარგებლოდ არ დავუშვებთ.

გადაიტვირთება ურთიერთობები და ეს ინტერესები თუ მოშორდება საქართველოს, მე არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული დამაბრკოლებელი ბევრი ფაქტორი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ასევე, არ მგონია ისიც, რომ „დიფ სთეითი“ ხვალიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას, როგორც კი პრეზიდენტი ტრამპი თავის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. აქაც საბრძოლი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, რომ არა „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკა, ახლა საქართველო ომის ქარცეცხლში იქნებოდა გახვეული. მისივე განცხადებით, თუ არ დასრულდა ომი უკრაინაში, ასევე არ დასრულდება ინტერესი „დიფ სთეითის“ მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები