მაიკ უოლცი: გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

გრენლანდია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა.

„საუბარია ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთი ცდილობს, არქტიკის მეფე გახდეს, 60-ზე მეტი ყინულმჭრელით, ზოგიერთი მათგანი ბირთვულია. საქმე ნავთობსა და გაზს ეხება. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებაა“, – აღნიშნა უოლცმა.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები