აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ამერიკის რუკები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კანადა ამერიკის შემადგენლობაშია შეყვანილი.
ერთ-ერთ რუკას ტრამპმა დააწერა „ოჰ, კანადა!“.
ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ კანადის მიერთებისთვის ეკონომიკური ძალის გამოყენებას განიხილავს.