ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

პოლიტიკოსი ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ეროვნული ფრონტის” დამფუძნებელი ულტრამემარჯვენე პარტიას 1972-2011 წლებში ხელმძღვანელობდა და ხუთჯერ მონაწილეობდა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში.

2002 წლის არჩევნებში ის მეორე ტურში გავიდა, მაგრამ ჟაკ შირაკთან დამარცხდა.

2011 წელს ჟან-მარი ლე პენი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე შვილმა, მარინ ლე პენმა ჩაანაცვლა.

პოლიტიკოსი, ანტისემიტური განცხადებების გამო, არაერთხელ მოქცეულა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. მაგალითად, 1987 წელს მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ ჰოლოკოსტი მხოლოდ “მეორე მსოფლიო ომის ეპიზოდი” იყო. ამ განცხადებამ მისი პოლიტიკური კავშირები საფრთხის ქვეშ დააყენა.

მოწინააღნმდეგეები ჟან-მარი ლე პენს ხშირად მოიხსენიებდნენ რასიზმის, ისლამოფობიისა და ანტისემიტიზმის გამავრცელებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები