გოგა ხაინდრავა: სალომე ზურაბიშვილი – ლავროვის სკოლის კომკავშირის პრემიის ლაურეატი! პიონერ ლენინელთა აქტივის მედროშე! მხცოვან ოქტომბრელთა რაზმის წინამძღოლი! შიგ ევროპელთა ოპოზიციის ბელადი!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ს.ზურაბიშვილი – მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატი! ლავროვის სკოლის კომკავშირის პრემიის ლაურეატი! პიონერ ლენინელთა აქტივის მედროშე! მხცოვან ოქტომბრელთა რაზმის წინამძღოლი! შიგ ევროპელთა ოპოზიციის ბელადი! მართლმადიან მგალობელ აქციონერთა პრეზიდენტი!“, – წერს გოგა ხაინდრავა.