“ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ინტენსიურად აწვდის იარაღს და სხვა დახმარებას, რომ ომის დასრულება რაც შეიძლება შორეული მომავლისთვის გადასწიოს” – ზაალ ანჯაფარიძე
“ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ინტენსიურად აწვდის იარაღს და სხვა დახმარებას, რომ ომის დასრულება რაც შეიძლება შორეული მომავლისთვის გადასწიოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“როგორც არ უნდა უნდოდეს ტრამპს ამ ომის დასრულება, (ან კი ვართ დარწმუნებული რომ უნდა?, თუმცა ეს ცალკე თემაა), ის მაკედონელივით უკრაინულ გორდიას კვანძს მახვილის ერთი დარტყმით ვერ გაჭრის, ბევრი რამის გამო. ამ დროს, უკრაინა ტყავიდან ძვრება, რომ აშშ დაარწმუნოს, კიდევ დიდხანს შეგვიძლია ბრძოლაო”, – წერს ანჯაფარიძე.