პირს, რომელმაც საახალწლო დღესასწაულის დროს პოლიციელებს პიროტექნიკა ესროლა, ჰააგის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
პირს, რომელმაც საახალწლო დღესასწაულის დროს პოლიციელებს პიროტექნიკა ესროლა, ჰააგის სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, – ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდური მედია ავრცელებს.
სასამართლომ 19 წლის მამაკაცის ქმედება დაგმო და ჩადენილს „უაღრესად საშიში“ უწოდა.
სასამართლოში მიიჩნევენ, რომ ბრალდებულის სამიზნე პოლიციის ოფიცრები გახდნენ, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას.
„პოლიციელების მიმართ ძალადობა, როგორც ჩანს, ნორმალურ მოვლენად იქცა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური“, – აღნიშნა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც მსჯავრდადებულმა პიროტექნიკა ესროლა.