დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ჯო ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა.
„ბაიდენის „ღია საზღვრების პოლიტიკის“ გამო, როგორც მე არაერთხელ აღვნიშნე საარჩევნო შეხვედრებზე და სხვაგან, რადიკალური ისლამური ტერორიზმი და ძალადობრივი დანაშაულის სხვა ფორმები ამერიკაში იმდენად გაუარესდებოდა, რომ მისი წარმოდგენაც კი გაგვიჭირდებოდა. ეს დრო დადგა, თანაც გაცილებით უარესად, ვიდრე წარმოგვედგინა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ბაიდენს „ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი“ და „სრული კატასტროფა“ უწოდა.
ცნობისთვის, პირველ იანვარს აშშ-ში, ახალ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, მათ თავდამსხმელის მანქანაში ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოაჩინეს.