სამხრეთ კორეაში ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის დაპატიმრებას მისმა ათასამდე მხარდამჭერმა ხელი შეუშალა

სამხრეთ კორეაში ხელისუფლებას ჩამოშორებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის დაპატიმრება სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე 45 სპეცდანიშნულების რაზმი და 2 700 პერსონალი განალაგა. ადგილზე იუნის ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა, რომლებიც მის დაპატიმრებას ხელს უშლიდნენ.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სამჯერ არ გამოცხადდა დაკითხვაზე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლომ მოქმედი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. ანტიკორუფციულ სამსახურში ამბობენ, რომ სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ, თუმცა, კონკრეტულად რა ზომებზეა საუბარი, არ აკონკრეტებენ. როგორც ცნობილია დაკავების ორდერს ვადა 6 იანვარს გასდის.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა იუნ სუკ იოლი თანამდებობიდან გადააყენა. მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. იუნ სუკ იოლი ამ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები