ზელენსკი: უკრაინას დაპირებული Patriot-ის ტიპის ხუთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა დღემდე არ მიუღია
უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია Patriot-ის ტიპის ხუთი ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომლის გადაცემას მას 2024 წლის ივლისში, ვაშინგტონში გამართული ნატო-ს სამიტის დროს დაჰპირდნენ, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ნატო-ს გადაწყვეტილებას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით სერიოზული მიღწევა უწოდა, თუმცა დასძინა, რომ პარტნიორებს პირობა ჯერ ბოლომდე არ აქვთ შესრულებული.
„ვთვლი, რომ ვაშინგტონში ნატო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი ხუთი Patriot-ის შესახებ სერიოზული მიღწევაა. ყველა [ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა] ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ თავად გადაწყვეტილება დადებითია და ნატო-ში ჩვენი წევრობა, რასაც ალიანსის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, გარდაუვალია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.