ნიუ ორლეანში მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორი აშშ-ის სამხედრო ძალების ვეტერანია – FBI

ნიუ ორლეანში მასობრივი მკვლელობის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია. ის შეერთებული შტატების არმიის სერჟანტი, 42 წლის შამსუდ-დინ ჯაბაარია,- ამის შესახებ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, პირველ იანვარს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირს თანამზრახველები არ ჰყავდა.

როგორც ცნობილია, დამნაშავე მანქანით ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ ავტომობილიდან გადმოვიდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ ის ადგილზე მოკლა.

თავდასხმას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 35 პირი კი დაიჭრა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ბრალდებულის მანქანაში ნაპოვნია “ისლამური სახელმწიფოს” დროშა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ამასთან, FBI-ის ინფორმაციით, არავითარი საბოლოო კავშირი არ დადგინდა ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმასა და იმავე დღეს, ლას-ვეგასში, ტრამპის სასტუმროს წინ Tesla Cybertruck-ის აფეთქებას შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები