გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის ახალ მმართველებს დამასკოში შეხვდებიან
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, ევროკავშირის სახელით, თავის ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთად ერთდღიანი ვიზიტით სირიაში მიემგზავრება, სადაც ის სირიის ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარას შეხვდება,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„ჩემი ვიზიტი დღეს ჩემს ფრანგ კოლეგასთან ერთად და ევროკავშირის სახელით – არის ნათელი გზავნილი სირიელებისთვის: შესაძლებელია ახალი პოლიტიკური დასაწყისი ევროპასა და სირიას შორის, გერმანიასა და სირიას შორის“, – განაცხადა ბერბოკმა.
ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო ევროკავშირის პირველი დიპლომატები არიან, რომლებიც სირიას მას შემდეგ ეწვევიან, რაც 8 დეკემბერს ამბოხებულებმა დამასკო აიღეს.