ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამშობლოში 35 ათასზე მეტი სირიელი დაბრუნდა
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამშობლოში 35 ათასზე მეტი სირიელი დაბრუნდა, რაც დღეში საშუალოდ 1,672 ადამიანს შეადგენს.
„8 დეკემბრის შემდეგ მათ დაიწყეს მშვიდობის, უსაფრთხოების, ღირსებისა და წესრიგის დაბრუნება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე თურქეთში 3 მილიონი სირიელი იმყოფება, მათგან 805 ათასი ბავშვია, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა დაბადებული.
თურქეთიდან სირიელების უმრავლესობა, ძირითადად, ალეპოში ბრუნდება.