მიხეილ სარჯველაძე: გასულ წელს, დაახლოებით 3 400-მა ოჯახმა მიიღო ახალი ბინა, მათგან დაახლოებით 2 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ახალაშენებული ბინა, ხოლო 1 400 ოჯახს – სახლი, რომელიც შევიძინეთ „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში
2024 წელს საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 3 400 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. მათ შორის 2 000 დევნილ ოჯახს ახალაშენებული ბინა გადაეცა, ხოლო 1 400-მდე ოჯახისთვის სახელმწიფომ სახლი პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში შეიძინა. განსახლების პროგრამით 2025 წელს ბინას დაახლოებით 4000 ოჯახი მიიღებს, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დევნილებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი ბინები.
„გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 3 400-მა ოჯახმა მიიღო ახალი ბინა. მათგან დაახლოებით 2 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ახალაშენებული ბინა, ხოლო 1 400 ოჯახს – სახლი, რომელიც შევიძინეთ „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა თითოეულ დევნილ ოჯახს მივულოცო. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ წელს ახალი წელი ოჯახის წევრებს საკუთარ სახლებში მიულოცონ.
აქვე მინდა მათ ვუსურვო, რომ ძალიან მალე მათთვის ეს შესაძლებლობა გაჩენილიყოს მშობლიურ მიწა-წყალზე, თუმცა რა თქმა უნდა, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა საქართველოში აღდგება განსახლების პროგრამა ინტენსიურად გაგრძელდება და 2025 წლის განმავლობაში საცხოვრებელს დაახლოებით 4 000 ოჯახი მიიღებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.