ბოჟაძე – ნატა ფერაძის მიერ პატრიარქის შეურაცხყოფაზე: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის სახე დღეს სწორედ ნატა ფერაძეა
“ქალბატონი ფერაძე დიდი ხანია, წარმოადგენს უსამშობლოებისა და უღმერთოების სექტას”, – ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე ნატა ფერაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელში პატრიარქის მისამართით წერია: “ეპისტოლეთია საცემი, ხვალ რომ დაწერენ, იმით.
მეტი არც უნდა”.
„სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის სახე დღეს სწორედ ნატა ფერაძეა და ამით კიდევ ერთხელ გამოვლინდა მისი დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, მათ შორის ჩვენი დედა ეკლესიის, ჩვენი უწმინდესის მიმართ“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.