აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა და მთავრობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა და მთავრობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ სრული ძალისხმევა მიმართული იქნება იმ საერთო მიზნის შესასრულებლად, რაც გულისხმობს მაქსიმალური კეთილდღეობის შექმნას თითოეული მაცხოვრებლისთვის.

,,განვლილი წლების განმავლობაში, არაერთ გამოწვევას გავუმკლავდით, არაერთი პრობლემა მოვაგვარეთ, ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და იმ სოციალური, ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, ჩვენ, ყველას გვქონდა ოცნება და ამოცანა, რომ აჭარა, ბათუმი გვექცია ნამდვილ მოკაშკაშე ვარსკვლავად, ტურისტულ მიმართულებად. მიხარია, რომ ეს მიზანი მიღწეულია.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრებს გაწეული შრომისთვის. ჩვენი შემდეგი მიზანი უნდა იყოს განუხრელი სამსახური ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის და შემდეგი ეტაპია ეკონომიკურად ძლიერი ოჯახები აჭარაში.  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთიანობით, ჩვენი სიმართლით, ჩვენი მტკიცე ხასიათით შევძლებთ რომ ყველა ეს ამოცანა და ოცნება ავისრულოთ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ საერთო მიზნის შესასრულებლად. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების” გუნდს, მის დამფუძნებელს გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა თითოეულ თქვენგანს ნაყოფიერი დისკუსიისთვის, როგორც საკომიტეტო მოსმენების დროს, ასევე დღევანდელ დღეს კითხვებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საქმე, ჩვენი ამოცანები, მაქსიმალურ კეთილდღეობას შეუქმნის პირველ რიგში თითოეულ აჭარელს და ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრებას კიდევ უფრო უსაფრთხოს, კომფორტულს გახდის”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის შემადგენლობა უცვლელი რჩება. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად – მაია ხაჯიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად – ზაზა შავაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად – ჯაბა ფუტკარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – ნინო ნიჟარაძე იქნა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები