ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„სპიკერი მაიკ ჯონსონი კარგი, შრომისმოყვარე, რელიგიური ადამიანია. ის სწორად იმოქმედებს და ჩვენ გამარჯვებას გავაგრძელებთ. მაიკს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს!“ – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
როგორც The Hill აღნიშნავს, ტრამპის მხარდაჭერა შეიძლება იყოს ჯონსონის გამარჯვების გასაღები.
თავის მხრივ, მაიკ ჯონსონმა დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ახალ სპიკერს 3 იანვარს აირჩევს.