მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტომობილი ორ მოზარდს დაეჯახა – მათგან ერთ-ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში დაიღუპა

მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში ავტომობილი ორ მოზარდს დაეჯახა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ​​ახალგაზრდა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.

გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია და სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.

„კვირა“ მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები