ლავროვი: რუსეთი უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის მიერ ორგანიზებულ მშვიდობის მეორე სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ოქტომბერში სამიტის მოსამზადებელი რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზატორებს რუსეთის დაპატიჟება სურთ, რათა როგორც გვესმის, ჩვენ რაღაც ულტიმატუმი წაგვიყენონ“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, მოსკოვი მშვიდობის სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.

„მე ბევრჯერ ავხსენი, რომ რუსეთი არ აპირებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოფიციალურ მიწვევას მივიღებთ“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, მშვიდობის პირველი სამიტი მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა. მშვიდობის მეორე სამიტის ჩატარების ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები