სამტრედიაში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა

სამტრედიაში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაეთვალიერებინათ.
 მოეწყო მოსიარულე კოსტიუმირებული ორკესტრის, ინტერაქტიული და თემატური ფოტო ზონები, საბავშვო წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი აქტივობები და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
ღონისძიება საახალწლო კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები