გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა,- ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 16 დეკემბერს ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

„ასეთ რთულ დროს, როგორიც ახლაა, სტაბილურობის უზრუნველყოფა მოითხოვს ქმედითუნარიან მთავრობას და პარლამენტში საიმედო უმრავლესობას“,- აღნიშნა შტაინმაიერმა.

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები