მოხუცი ცოლ-ქმრის სახლში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული,წარსულში ნასამართლევი კობა ე. დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 4 პირთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხუცი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, 150 ლარი და მედლები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა კობა ე. ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 8 ოქტომბერს ზუგდიდში დააკავეს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი გატაცებული მედლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lIuwRDUs8ew” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები