ემილ კოპალიანის გარდაცვალების გამო დავით შერაზადიშვილი მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი – დავით შერაზადიშვილი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და მწუხარებას გამოთქვამს საპატიო ბოლნისელი, ემილ კოპალიანის, გარდაცვალების გამო.
“ჩვენი ქალაქის ღირსეულ წარმომადგენელს, ბოლნისის საპატიო მოქალაქე, ემილ კოპალიანს ხვალ ბოლო გზაზე
გავაცილებთ. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები
გვტოვებენ. იგი გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის
მეცნიერებათა დოქტორი,
დოცენტი, ღირსების ორდენის მფლობელი, საქართველოს
საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის
სახელობის ქართული უნივერსიტეტის აკადემიური
და სადისერტაციო საბჭოების მდივანი, ასევე ამავე
უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების
სამსახურის უფროსი”- წერს შერაზადიშვილი.