რატი იონათამიშვილი – კარლ ბილდტის განცხადებაზე: ადამიანი იყო შვედეთის პრემიერი და რუსი იმპერატორივით აზროვნებს

ადამიანი იყო შვედეთის პრემიერ-მინისტრი და აზროვნებს, და მეტყველებს რუსი იმპერატორივით, ეს არის ხელმოცარული განცხადება, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდი წევრი რატი იონათამიშვილი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებას.

მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის მსგავსი განცხადებები მიუღებელი უნდა იყოს, მიუხედავად მისი განწყობისა ხელისუფლების მიმართ.

„სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გვახსოვს, რომ ასევე შვედი პოლიტიკოსი დიდი წუხილით საუბრობდა, რომ საქართველოში „მაიდნის“ პერსპექტივა არ არისო და უნდა გააღრმაოთ პოლარიზაცია თქვენს ქვეყანაშიო. ახლა ეს ბატონი გამოვიდა და ამბობს, რომ თურმე საქართველოს სუვერენიტეტი საერთოდ არ უნდა გააჩნდესო და სხვები უნდა უნიშნავდნენ პრეზიდენტებს, პარლამენტს და ასე შემდეგ.

ძალიან მარტივია ეტყობა, როდესაც შენ ცხოვრობ შვედეთში და სხვას მოუწოდებ ქვეყანაში, რომ ჰქონდეს ომი, სისხლის ღვრა, განუკითხაობა, ქაოსი და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ასეთი ვითომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები და სინამდვილეში ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, რომ გამოდიან და მათ აქ თუნდაც რაღაც მცირე ჯგუფების სახით მხარდამჭერები უჩნდებიან ხოლმე, ეს ძალიან შემაშფოთებელია, რასაკვირველია, ვინაიდან ამით ვხვდებით, რომ ვისაც ასეთი განცხადებები მოსწონს რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ რომელიმე უცხოურმა ორგანიზაციამ უნდა დანიშნოს საქართველოში პრეზიდენტი, მთავრობა და ასე შემდეგ, და ეს მერე ვიღაცას მოსწონს ის, რა თქმა უნდა, ამით გვეუბნება, რომ მას სინამდვილეში არ მოსწონს დამოუკიდებლობა, არ მოსწონს სუვერენიტეტი, არ მოსწონს ის, რომ საქართველოს სახელმწიფო შეიძლება იყოს შემდგარი სახელმწიფო და მას უბრალოდ მონური ფსიქოლოგია გააჩნია“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები