მეუფე შიო – პატრიარქს: ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მან თქვენი სახით სულიერი წინამძღოლი მოგვივლინა

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს მთელი საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი და სასიხარულო დღეა. ჩვენ აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 47-ე წლისთავს. მაქვს პატივი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, წმინდა სინოდის სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი”, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ისაუბრა და ილია მეორეს მიმართა.

“1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა თუ ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და წინ ურთულესი ათწლეულები გველოდა. ამიტომ ეკლესიის მეთაურს მართებდა განსაკუთრებული მოთმინების, სიბრძნის, მოწყალების და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მან თქვენი სახით სწორედ ასეთი თვისებების მქონე სულიერი წინამძღოლი მოგვივლინა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები