ზელენსკი: პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური?
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შობის დღესასწაულზე რუსი ოკუპანტების მორიგი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა.
ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა შობის დღეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე მასიური თავდასხმის დროს 70-ზე მეტი რაკეტა და ასზე მეტი დრონი გამოიყენეს. უკრაინულმა ძალებმა 50-ზე მეტი რაკეტის და უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება შეძლეს.
„პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი დრონი გამოიყენეს. წინასწარი მონაცემებით, ჩვენმა დამცველებმა მოახერხეს 50-ზე მეტი რაკეტის და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება. რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.