ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტს არ დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გასამართ დსთ-ს სამიტს კორონავირუსის გამო არ დაესწრება.
ფაშინიანის განცხადებით, 23 დეკემბერს მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
დღეს მას კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, თუმცა, როგორც სომხეთის პრემიერი აღნიშნავს, კოლეგებთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა, სამიტში მონაწილეობისგან თავი შეიკავოს.
ამასთან, 26 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგშივე დაგეგმილია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს შეხვედრა. ფაშინიანის განცხადებით, ის დღის ბოლომდე მიიღებს გადაწყვეტილებას, დაესწრება თუ არა ამ ღონისძიებას.