რუსეთი უკრაინაზე მასიურ სარაკეტო იერიშს ახორციელებს – გამოცხადებულია საჰაერო განგაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, გამოცხადებულია საჰაერო განგაში. მან მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხო ადგილები არ დატოვონ და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
სინეგუბოვი ამბობს, რომ რუსეთის არმიამ, სულ მცირე, 7 დარტყმა განახორციელა.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, რუსეთი დღეს დილიდან უკრაინაზე მასიურ სარაკეტო იერიშს ახორციელებს. საჰაერო განგაშის ხმა მთელი უკრაინის მასშტაბით ისმის.