არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი გამოუვალ მდგომარეობაშია, ცდილობს, არჩევნების ჩანიშვნისთვის ახალი საფუძველი მოიფიქროს

“სალომე ზურაბიშვილი გამოუვალ მდგომარეობაშია, ცდილობს, არჩევნების ჩანიშვნისთვის ახალი საფუძველი მოიფიქროს, ხვეწნა-მუდარით გამოდის, როგორმე იმ სიტუაციიდან გამოვიყვანოთ, რაშიც პატრონებმა ჩააგდეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილია კონსტიტუციას ფეხქვეშ რომ თელავს.

„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ფეხქვეშ რომ თელავს, სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებ, რომ არჩევნების დანიშვნას სამი საფუძველი აქვს: როცა საპარლამენტო ციკლის ოთხწლიანი ვადა გადის, პარლამენტი მთავრობას ორჯერ ნდობას არ უცხადებს და სასამართლოს მიერ არჩევნების ბათილად ცნობა ხდება. საზოგადოებამ კარგად იცის, ქვეყანაში ეს საფუძვლები არსებობს თუ არა. სალომე ზურაბიშვილი ახლა გამოუვალ მდგომარეობაშია და ხვეწნა-მუდარით გამოდის, როგორმე იმ სიტუაციიდან გამოვიყვანოთ, რაშიც პატრონებმა ჩააგდეს. ცდილობს, ახალი საფუძველი მოიფიქროს, რათა არჩევნები ჩაინიშნოს. ამ დავალების შესრულებაში არასოდეს დავეთანხმებით. უნდა, საბჭო შექმნას და უნდა, რევკომი აღადგინოს ან რეპრესიები აამოქმედოს, მათი შედეგი ნული იქნება, რაც პოლიტიკური ნულებიც არიან, იგივე დარჩებიან“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები