მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოითხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმებულიყო.
სახელმწიფო ბრალდება აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას განმარტებით, ახალი დანაშაულისა და მიმალვის საფრთხეები კვლავ არსებობს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.