„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე სამუშაოდ.
„რეკომენდაციები ეუთო/ოდირს ნებისმიერ არჩევნებზე აქვს და რეკომენდაციებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მიმართებით იძლევა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით, რომ ნებისმიერი რეკომენდაცია პარტნიორულ, კონსტრუქციულ ჭრილში გავიაროთ და მივყვეთ. ყველაზე მთავარი, რასაც ელოდებოდა ჩვენი ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი, ამ დასკვნამ აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოშალა“, – აღნიშნა კირცხალიამ.