“ჯაშუშის გარდა, სხვა ვერ მოიფიქრებდა, ჯარისთვის ამბოხებისკენ მოეწოდებინა” – არჩილ გორდულაძე
“ჯაშუშის გარდა, სხვა ადამიანი ვერ მოიფიქრებდა, რომ აქამდე დაცემულიყო და ჯარისთვის ამბოხებისკენ მოეწოდებინა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ქართული ჯარისადმი მამუკა ხაზარაძის მოწოდებას გამოეხმაურა, რომ არ დაემორჩილონ ახალ პრეზიდენტს.
„მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება ზუსტად უსვამს ხაზს, როგორ შეიძლება იყო ადამიანი ქართული სახელის და გვარის მქონე, ქართული პასპორტის, ხოლო სულით და გონებით იყოს სხვა ძალის ჯაშუში. ჯაშუშის გარდა, სხვა ადამიანი ვერ მოიფიქრებდა, რომ აქამდე დაცემულიყო და ჯარისთვის ამბოხებისკენ მოეწოდებინა, მოეწოდებინა, რომ არ დაემორჩილოს მთავარსარდალს და არ ცნოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და მთავარსარდალი. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 90-იან წლებში, რასაც ძმათა მკვლელი ომი მოჰყვა. შემთხვევით ეს ხომ არ აქვს მიზნად ბატონ ხაზარაძეს?!“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქართულ ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.