რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი წელს მეთხუთმეტედ გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამარჯვებულები ორ ნომინაციაში გამოვლინდნენ.
სტანდარტულ ნომინაციაში პრემიები ასე განაწილდა:
I პრემია – ნინო მანძულაშვილი („ასული“);
II პრემია – გიორგი პაპუაშვილი („ჩუმი ნაბიჯების ხმა“);
III პრემია – ქეთი გაბინაშვილი („ზოოპარკის ავტობუსი“).
ნომინაცია „საბავშვო“, გამარჯვებული ავტორია:
თინათინ ლომთაძე – „ბებო“.
დიპლომებით და პრიზებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო მოთხრობების ავტორები: ეკა უკლება („აღსარება“), ნათია ჯიქურაშვილი („მამა“), სანდრო უსტიაშვილი („სალოცავი ნიში“), ნათია ლურსმანაშვილი („ბაბუაწვერა“), თეა ირემაშვილი („ტყუპები და წივილა“).
პრიზები დააწესეს რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის ქველმოქმედმა ხელოვანებმა: მხატვარმა რეზო (ემელიანე) ადამიამ, ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების სახელოსნოს „ზილფი ჰენდმეიდის“ დამფუძნებელმა ფატი კახნიაშვილმა, მხატვარმა, ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტმა – ლელა ტაბლიაშვილმა, საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების სახელით – ბესიკ ღვინაშვილმა.
უკვე მეოთხე წელია, რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსზე მხოლოდ ახალგაზრდა მონაწილეებისთვის, წახალისების მიზნით, გაიცა ფულადი პრემია – 300 ლარი, რომელიც დააწესა იტალიის პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორმა, მწერალმა სოლომონ ნერგაძემ.
სოლომონ ნერგაძის პრემია გადაეცა ნათია ლურსმანაშვილს („ბაბუაწვერა“).
„ქართულ მწერლობაში შეტანილი წვლილისათვის“, დაჯილდოვდა მწერალი და პუბლიცისტი ვანო ჩხიკვაძე.
ჟიურის შემადგენლობა: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი (თავმჯდომარე), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო გიორგაძე, მწერალი და ფილოლოგი ნინო არსენაშვილი, პოეტი ჯუმბერ გოგრიჭიანი (ჯუბა ღებელი).
ჟურნალ „ანეულის“ მთავარმა რედაქტორმა, კონკურსის დამაარსებელმა თამარ შაიშმელაშვილმა მიმოიხილა კონკურსის 15-წლიანი გზა და ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება. ჟიურის თავმჯდომარემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თემურ ჯაგოდნიშვილმა შეაჯამა ჟიურის მუშაობა და ისაუბრა გამარჯვებულ მოთხრობებზე.
სიტყვით გამოვიდნენ მწერლები და ჟურნალ „ანეულთან“ არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრები: ნინო არსენაშვილი, ივანე ჯაფარიძე, ბაღათერ არაბული, ზაალ ბოტკოველი, ვანო ჩხიკვაძე, ნინო ქუთათელაძე, თამარ მიქაძე, გიორგი ნატროშვილი, ნონა მაქაცარია, ელისაბედ ჯავახიშვილი, ზეინაბ ძიძიშვილი, ნინო მამარდაშვილი, ბელა ალანია და სხვები.
დაჯილდოება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსში გაიმართა.
რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი 2010 წელს ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ პოეტმა და ჟურნალისტმა თამარ შაიშმელაშვილმა დააარსა.
კონკურსის დამფინანსებელია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
მხარდამჭერია: საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანება.

ფოტო: გენადი გაბოძე-ორიოლი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები