Reuters: აშშ-ში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ

აშშ-ში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ.

როგორც reuters-ი იტყობინება, სანქციების ინიციატორი  ორი ამერიკელი სენატორია, რომელმაც კონგრესს წარუდგინა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც, ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

გამოცემის ინფორმაციით, სენატორები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონმა უნდა იმუშაოს თურქეთთან დიპლომატიური გზით, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას და დემილიტარიზებული ზონის ფორმირებას თურქეთსა და სირიას შორის.

Reuters-ის ცნობით, სანქციების ინიციატორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული საფრთხე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ უბიძგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები