ზურაბ ჯაფარიძე: ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები უფრო გამყარდა
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.
„ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილი ყველანაირად ეცადა, შეექმნა ანტურაჟი, თითქოს 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდებოდა. მიუხედავად მისი მცდელობებისა, საბოლოოდ, რაც ხდებოდა 26 ოქტომბრამდე, ის რაც ხდებოდა არჩევნების დღეს, ის რაც ხდებოდა და ხდება არჩევნების შემდეგ, ამას შეიძლება, ეწოდოს ნებისმიერი რამე, გარდა არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესისა.
მეორე, ის რაც წერია ამ დასკვნაში და რაც იკითხება არის, რომ ამას ამბობს ეუთო/ოდირი. აქ, ჩვენთან, ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არაა და ამ ვირეშმაკობას არავინ არ ჭამს, ეს არის სინამდვილეში, რაც წერია ამ დასკვნაში. რატომ არის მნიშვნელოვანი რაც წერია – რადგან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე, რომელიც ლეგიტიმაციას მისცემდა არჩევნებს და მათ ხელისუფლებაში ყოფნას. მოხდა ამ ყველაფრის საპირისპირო თავზე ჩამოეფშვნათ პროპაგანდა, ზუსტად ისე, როგორც ჩამოეშლებათ პროპაგანდის მეორე ხაზი, რომ 20 იანვარს ტრამპი მოვა, დალაგდება და თითქოს, რაღაც ურთიერთობებს გააუმჯობესებენ დასავლეთთან. არაფერი ეგეთი არ მოხდება
ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და მნიშვნელოვანია, რადგან მხარდაჭერა, იქნება ეს სანქციები თუ სხვა მიმართულება, იქნება ბევრად უფრო მკაცრი და ეფექტური. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას სახელით იმ ადამიანებს, რომლებიც უწყვეტად დგანან რუსთაველზე და აპროტესტებენ, თუნდაც ნახევარი საათით ახერხებთ გამოსვლას. თქვენი დამსახურებაა საბოლოო ჯამში ის, რაც ხდება ამ შემთხვევაში და რაც წერია ამ ეუთო/ოდირის დასკვნაში“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.