“ის გაერთიანება, ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ აზრის გამოთქმისთვის ასანქცირებენ ადამიანს, დანგრეულია” – გოგა ხაინდრავა
“ის გაერთიანება, ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ აზრის გამოთქმისთვის ასანქცირებენ ადამიანს, დანგრეულია”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„პროპაგანდისტი – იქ რაც წერია, აბსოლუტური სიცრუეა. ეს არის ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების – ყველაფრის ფეხქვეშ გათელვა რასაც თავად ქადაგებდნენ წლების განმავლობაში. მე ვარ კინორეჟისორი, მე მაქვს ჩემი აზრი და ამ აზრს გამოვთქვამ ყველგან, სადაც საჭიროდ ვთვლი. ის გაერთიანება, ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ აზრის გამოთქმისთვის ასანქცირებენ ადამიანს, დანგრეულია“, – აღნიშნა ხაინდრავამ.