ალიევი: ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დახმარებას ცდილობს იქ, სადაც არ გჭირდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ისტორიაში შევა, როგორც ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს დახმარებას იქ, სადაც არ გჭირდება.

„ბაიდენის ადმინისტრაცია გვეუბნება, ჩვენ გვინდა დაგეხმაროთო. ჩვენ ვპასუხობთ: მადლობა, არ გვინდა. ისინი გვეუბნებიან, არა, ჩვენ მაინც გვინდაო. მათ აქვთ ასეთი სტრუქტურა USAID-ი (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო), რომელსაც სურს დახმარება, მაგრამ, რატომღაც არა იქ, სადაც საჭიროა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა USAID-ი, შეიძლება, საერთოდ გააუქმოს.

მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, აეკრძალა „იუესაიდის“ საქმიანობა, სწორი იყო.

„აზერბაიჯანული მედია უცხოური წყაროებიდან არ უნდა ფინანსდებოდეს, თუნდაც 1%-ით. რატომ უნდა ფინანსდებოდეს? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში. მათ რაში სჭირდებათ ჩვენი მედიის დაფინანსება?”, – თქვა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები