მდინარაძე – კობახიძის მამის სანქცირებაზე: წინა საუკუნის 40-იან წლებში ფაშისტებსაც კი არ მოუფიქრებიათ, რომ, მაგალითად, დაესაჯათ მამა, რათა 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა
“ფაშისტებს წინა საუკუნის 40-იან წლებშიც კი არ მოუფიქრებიათ, რომ, მაგალითად: დაესაჯათ მამა იმის გულისთვის, რომ 46 წლის წინ შეეძინა შვილი, რომელიც შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრი. ასეთი ფაშისტებსაც არ მოუფიქრებიათ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მამის დასანქცირებას გამოეხმაურა.
“მაგალითად: გოგა ხაინდრავა რატომ არის დასანქცირებული, ვერ გაიგო ვერავინ, ან ზვიად შალამბერიძე რა შუაშია. კაი, ჩვენ ვერ გვიტანენ ვიღაცები და დაავალეს იმ ქვეყნებს, სადაც ყველაზე დაბალია დამოუკიდებლობის ხარისხი და სუვერენიტეტი. სწორედ ამ ქვეყნებიდან წამოვიდა სანქციები და, სამწუხაროდ, ფაშისტებს რაც არ მოუფიქრებიათ ის მოიყვანეს რეალიზებაში ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა”, – განაცხადა მდინარაძემ.